Saturday 7 December 2013

ტრენინგის მე-5 დღე

     
         დღეს ბლოგების შექმნა ვისწავლეთ. ჩემი ახალი gmail-ი დავარეგისტრირე (ძველი ფოსტის პაროლი დამავიწყდა). ჩემი ბლოგიც შევქმენი. თავიდან ყველაფერი რთული გგონია, ხოლო როცა შენ თვითონ გააკეთებ, სასაცილოდაც არ გყოფნის. მომეწონა ბლოგების დიზაინი,დიდხანს ვარჩევდი, ბოლოს ერთზე შევაჩერე არჩევანი და წერა დავიწყე. ვგრძნობ, როგორი აზარტულია, როცა სხვა პედაგოგების ბლოგებს ეცნობი და შენი კომენტარების დაფიქსირება შეგიძლია.
        მჯერა, ამ ატმოსფეროში უფრო თავისუფლად და შინაურულად მალე ვიგრძნობ თავს.
                                                                                         

მე--4 მოდულის შეჯამება

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
დამეხმარა იმის გაგებაში, რა პრობლემები დახვდებოდა მოსწავლეებს პროექტის განხორციელებაში.ვიმუშავებ უფრო ზუსტი ინსტრუქციების შედგენაში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატებულად შეასრულონ დავალება.იმედია  კარგად და კრეატიულად  შეასრულებენ დავალებას.