Saturday, 7 December 2013

ტრენინგის მე-5 დღე

     
         დღეს ბლოგების შექმნა ვისწავლეთ. ჩემი ახალი gmail-ი დავარეგისტრირე (ძველი ფოსტის პაროლი დამავიწყდა). ჩემი ბლოგიც შევქმენი. თავიდან ყველაფერი რთული გგონია, ხოლო როცა შენ თვითონ გააკეთებ, სასაცილოდაც არ გყოფნის. მომეწონა ბლოგების დიზაინი,დიდხანს ვარჩევდი, ბოლოს ერთზე შევაჩერე არჩევანი და წერა დავიწყე. ვგრძნობ, როგორი აზარტულია, როცა სხვა პედაგოგების ბლოგებს ეცნობი და შენი კომენტარების დაფიქსირება შეგიძლია.
        მჯერა, ამ ატმოსფეროში უფრო თავისუფლად და შინაურულად მალე ვიგრძნობ თავს.
                                                                                         

მე--4 მოდულის შეჯამება

შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
დამეხმარა იმის გაგებაში, რა პრობლემები დახვდებოდა მოსწავლეებს პროექტის განხორციელებაში.ვიმუშავებ უფრო ზუსტი ინსტრუქციების შედგენაში, რაც დაეხმარება მოსწავლეებს წარმატებულად შეასრულონ დავალება.იმედია  კარგად და კრეატიულად  შეასრულებენ დავალებას.

Saturday, 23 November 2013

მესამე დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. გადავედით მოდულ 2. -ის"სასწავლო პროექტის დაგეგმვა"-ში, გავეცანით შემდეგ ამოცანებს:

  • სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებისთვის
  • მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტებისთვის
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვა
  • შეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვა და გონებრივი იერიში

მოვძებნეთ mes.gov.ge -ზე ჩვენი საგნის შესაბამისი სტანდარტები და ინდიკატორები დაჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმაში.

მოდული 2. აქტივობა 1. ნაბიჯი 2. სასწავლო ამოცანების შემუშავება დავიწყეთ.თემატურ კითხვებზე პასუხის გაცემაში.
ბოლოს გუგლ დრაივიდან გავაზიარეთ და კომენტარები დავუწერეთ ერთმანეთს.
კარგად ვიხალისეთ კიდეც.მადლობა ხათოოოოო

მეორე დღე-  დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო
  •                    მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის საკითხები და განვიხილეთ ახალი დღის გეგმები,
  •                      განვიხილეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, პროექტის მოკლე მიმდინარეობა, სასწავლო მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრუმენტის არჩევა, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, სასწავლო პროექტის დამხმარე ბროშურის შექმნა.

Saturday, 16 November 2013

პირველი დღე

დღევანდელი დღე მეტად საინტერესო იყო.ინტელის პროგრამით ძალიან დავინტერესდი და ვფიქრობ გამოვიყენებ საკუთარ პრაქტიკაში